Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი![]()
Biographyალექსანდრე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი - რუსეთში მოღვაწე ქართველი ბატონიშვილი - იყო რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი. იმერეთის მეფის - დავით II-ის შვილიშვილი. 1857 წლის 31 იანვარს მიიღო პორუჩიკის წოდება და საკუთარი თხოვნის საფუძველზე ჩაირიცხა ქართველ გრენადერთა პოლკში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის დაპყრობაში. 1859 წლის დეკემბერში შევიდა გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც დაასრულა შტაბს-კაპიტნის ჩინით და დაინიშნა გვარდიის კორპუსის შტაბში. შემდგომში მონაწილეობას იღებდა პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში. 1863 წლის 4 ივლისს გამორჩეული სამსახურისათვის მიიღო კაპიტნობა. 1864 წლის აგვისტოში მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1869 წელს უკვე გენერალ-მაიორის. 1876 წლიდან ინიშნება ჰერცოგ გიორგი მეკლენბურგ-სტრელიცკის თანაშემწედ მსროლელი ბატალიონების ინსპექტორის წოდების მიხედვით. თურქეთთან ომის გამოცხადებასთან ერთად იმერეტინსკი გაიგზავნა ბელგრადში, სერბების სამხედრო მომზადების ხელშესაწყობად, შემდეგ იგი მეთვალყურეობდა პლევნას მე-2 შტურმს. ამ შტურმისათვის მან მიიღო ოქროს ხმალი წარწერით "სიმამაცისათვის“. ალექსანდრე III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ ის დაინიშნა სამხედრო-სასამართლო სამმართველოს უფროსად და მთავარ სამხედრო პროკურორად. ამ თანამდებობაზე იყო 12 წლის მანძილზე. 1891 წლიდან არის ინფანტერიის გენერალი, ხოლო 1892 წლიდან - სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1897 წლის შემდეგ იყო ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორი. წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |