The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბლიაძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:მუსიკოსი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

ქართლში განთქმულ მესტვირეთა შთამომავალი, არსენა ოძელაშვილის თანამედროვე. თბილისში, 1845 წელს, აღდგომის მეშვიდე ხუთშაბათს, მამადავითობას აამღერა არსენას ლექსი. რუსულ გაზეთ "კავკაზის" (1846 წელი, 16 თებერვალი) სიტყვით: "სჯობია მოუსმინოთ მესტვირე ბლიაძეს. ხალხში სტვირით დაკვრით სეირნობისას, ის ყვება სხვადასხვა საგმირო ამბებს, ანდა რეჩიტატივით გადასცემს  მსმენელთ ლეგენდებს ყაჩაღ არსენას და სხვა სახალხო  გმირების შესახებ". ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის განმარტებით: "მესტვირეს ახლა ბლიაძეს ეძახიან, მაგრამ ბლიაძე გვარია და არა მესტვირე, რადგან საგანგებო მესტვირე ყოფილა რომელიმე ბლიაძე და იმის სახელი მესტვირესათვის დაურქმევიათ; ხოლო აკაკი წერეთელი იმდენად მოხიბლული იყო ბლიაძის სახელგანთქმულობით, რომ ლექსში "ირაკლის საფლავზე" წერდა: "სტვირის გუდა მაქვს ბლიაძის, ქამანჩა ქებაძისაო, დაბლა ქვეყნის ვარ მღერალი, შემამკობელი ცისაო" (ეს ქებაძეც ძველ დროში განთქმული მესტვირე ყოფილა). მოშაირე, მესტვირე, "არსენას ლექსის" ავტორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.399


გააზიარე: