შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქილდა, ახალქალაქის რაიონი. 1915 წელს გაიწვიეს მეფის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1921 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1936 წელს დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, დაინიშნა მე-2 კავკასიის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. 1937 წლიდან მე-2 (შემდგომ 63-ე) ქართული მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. 1938 წელს დაინიშნა 29-ე მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. მეორე მსოფლი ომის (1941-1945) დროს იყო 195-ე მსროლელი დივიზიის მეთაური, მე-20 გვარდიული მსროლელი კორპუსის მეთაურის მოადგილე; მე-7, შემდეგ მე-10 გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიების მეთაური. 1944 წლიდან მეთაურობდა მე-13 მსროლელ კორპუსს; მონაწილეობდა ბრიანსკთან, მოსკოვთან, ბელგოროდთან, ხარკოვთან, ვორონეჟთან ბრძოლებში. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის გამგედ. 1947-1950წწ. საქართველოს სსრ მე-2 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1956 წლიდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გენერალ-მაიორი (1942). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.28 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |