შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კიზირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1969 წწ. იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი; 1971-1990 წწ. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში უმცროს (1971), უფროს (1982) და წამყვან (1990) მეცნიერ თანამშრომლად; მისი ორი მონოგრაფია და რამდენიმე ათეული სამეცნიერო წერილი, რომლებშიც ნაკვლევია ქართული ენისა და ჭანური დიალექტის ბგერათა სისტემა, ფონეტიკური პროცესები, ბგერითი აღქმის საკითხები, ქართული ენის ინტონაციური თავისებურებანი, ქართული ენათმეცნიერების თვალსაჩინო მიღწევად მიიჩნევა. ნ. კიზირია იყო ფონეტიკოს-ექსპერიმენტატორი, რომელიც საუცხოოდ იყენებდა ექსპერიმეტული კვლევის უახლეს მეთოდებს და მიღებული შედეგების ღრმა ანალიზსაც წარმოგვიდგენდა. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ფოლოლოგიურ მიცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭანურის ბგერითი შედგენილობა. ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თანამედროვე სალიტერატურო ქართული ინტონაცია (ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1989 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |