The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ბუაჩიძე

სხვა სახელი:ა. მარნელი  (ფსევდონიმი)
ა. სპანიოლი  (ფსევდონიმი)
კიაზო  (ფსევდონიმი)
ლ. სხიველი  (ფსევდონიმი)
ორფეუსი  (ფსევდონიმი)
შ. ბუთხუზი  (ფსევდონიმი)
შ. ქეთევანიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1899
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 1965  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1916 წელს; მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია (მხოლოდ ერთი წლის კურსი) და ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი.

1923-1938 წლებში იყო გაზეთ "კომუნისტის"  სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, ხელოვნებისა და ლიტერატურის, საინფორმაციო განყოფილებების გამგე და რედაქციის მდივანი. 1938 წელს "კომუნისტის" რედაქციამ საწარმოო პრაქტიკისათვის გაზეთ "პრავდის" რედაქციაში მიავლინა. 1917 წლიდან ქუთაისის გაზეთებში აქვეყნებდა პატარა ნოველებს. მისი მხატვრული ნარკვევები და მიმოხილვები ხელოვნების შესახებ იბეჭდებოდა ჟურნალებში "თეატრი და ცხოვრება", "საბჭოთა ხელოვნება"; გაზეთებში: "კომუნისტი", "მუშა", "Вечерный Тбилиси", "На рубеже Востока", "Заря Востока", "Советское Искусство", "Красная Газета" და სხვ. შალვა ბუაჩიძის რედაქციით და ვრცელი წინასიტყვაობით გამოიცა ი. ზურაბიშვილის წიგნი "ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი" (თბილისი, 1941). გამომცემლობა "განათლების" დირექტორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.428

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: