The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ელისაბედაშვილი

გიორგი ელისაბედაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1881
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1955  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, გორის მაზრა.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შევიდა მარქსისტულ წრეში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1900 წელს სემინარიიდან გარიცხეს. იყო თბილისის მოსწავლეთა ს-დ კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა თბილისსა და ქართლში გამართულ მაისობებში, 1905 წლის დეკემბერში ხარაგაულში მეფის ჯარის ნაწილების განიარაღებაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1911-1917წწ. ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ. 1920 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში გაასახლეს, სადაც 1921 წლის თებერვლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ შრომის სახალხო კომისრის მოადგილედ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო საქართველოს სსრ რევკომის წევრი; 1921-1923წწ. - მუშგლეხინის სახალხო კომისარი; 1924-1925წწ. - საქართველოს კპ(ბ) თელავის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1930-1952წწ. სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს სსრ I-III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; სკკპ XIX, ამიერკავკასიის V და XIII ყრილობების დელეგატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.130; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.comXX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.97-98

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1902-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: