The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო კურდღელაშვილი

ნიკო კურდღელაშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ კურდღელაშვილი
სხვა სახელი:ნ-ო  (ფსევდონიმი)
ნ. კ.  (ფსევდონიმი)
ნ...  (ფსევდონიმი)
ნარ-კანი  (ფსევდონიმი)
ნარიკო  (ფსევდონიმი)
ნარკანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1938  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი 1888 წელს.

1894 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად პანკისის სკოლაში; 1897-1899წწ. სოფელ ხაშმის (გარე კახეთი) სკოლაში; 1899 წლის დეკემბრიდან ქ. კავკავის ქართულ სკოლაში. 1902-1904წწ. ხელმძღვანელობდა კავკავის სცენის დასს. ბეჭდავდა წერილებს და მოთხრობებს გაზეთ "სხივში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", ჟურ-გაზეთებში: "საფრანგეთის წარსულიდან", "იტალიის წარსულიდან", "გერმანიის წარსულიდან", "ირლანდიის წარსულიდან" და სხვა. 1916 წლიდან მუშაობდა "სახალხო გაზეთის" რედაქტორად და მდივნად; 1919-1921წწ. ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის საბჭოში; 1921-1923წწ. სამხედრო სტამბაში კორექტორად; 1923-1924წწ. მთარმგნელად გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში. 1925 წლიდან დანიშნეს ფინანსთა კომისარიატის თარჯიმნად; 1926 წლიდან მუშაობდა ფინანსთა განყოფილებაში რევიზორ-ინსტრუქტორის თანამდებობაზე. მწერალ იროდიონ ევდოშვილის დის ქმარი.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.245-256ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.63

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი, წევრი (1920-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: