The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუკიანე თაბუკაშვილი

ლუკიანე თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 1921  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კომუნარების ბაღი (ახ. 9 აპრილის სახელობის ბაღი), თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, შორაპნის მაზრა.

ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბორჯომსა და ბაქოში. 1910 წელს მეფის არმიაში გაიწვიეს, მსახურობდა უკრაინაში, დემობილიზაციის შემდეგ იქვე დარჩა სამუშაოდ სამხრეთ-დასავლეთ რკინიგზაზე. იყო სამხედრო რევკომის წევრი. უკრაინის რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვის (1918 წლის ზაფხული) ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით აიგო ჯავშნოსანი მატარებელი "კოროსტენელი კომუნისტი". შემდეგ იგი ამ მატარებლის მეთაური იყო. დაჯილდოებულია მოოქრული იარაღით. 1919 წლის ივლისში დანიშნეს მე-12 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს რწმუნებულად. 1920 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდა. 1921 წლის 21 თებერვალს მენშევიკებმა დაპატიმრეს და ყვირილის ციხეში ჩასვეს. იმავე წლის 6 მარტს მოკლეს. სამოქალაქო ომის გმირი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.558

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: