The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე დანდუროვი

სტეფანე დანდუროვი
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1865
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 1928  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაგოდეხი, სიღნაღის მაზრა.

1880 წლებში მონაწილეობდა ხალხოსნური წრეების მუშაობაში. 1885 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის პეტროვსკ-რაზუმოვსკოეს აკადემიაში და ახალი ალექსანდრიის (ქ. ვარშავის მახლობლად) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. აქ იგი აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა, რისთვისაც 1890 წელს დააპატიმრეს და სანქტ-პეტერბურგის ციხეში ჩასვეს. 1891 წელს დაბრუნდა საქართველოში, დაუკავშირდა ე. ნინოშვილს, მ. ცხაკაიას, ს. ჯიბლაძეს და მათთან ერთად მონაწილეობდა მომავალ "მესამედასელთა" არალეგალურ შეკრებებში. 1893 წელს თბილისში მოწვეულ "მესამე დასის" II კონფერენციაზე იგი აირჩიეს თბილისის მუდმივი ცენტრალური ბიუროს წევრად. 1905 წლის გაფიცვებში მონაწილეობისათვის სამართალში მისცეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ დანდუროვს პეტროგრადში მოუსწრო. იმავე წლის მარტში იგი საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა პარტიულ მუშაობას. 1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა თბილისის რევკომში. 1926 წელს პირველი სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ხელმძღვანელი იყო საქართველოში. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.367

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1917-)

გააზიარე: