შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ გოგიტიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგინაური, შუახევის რაიონი. დაამთავრა ქ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1972 წელს; ქ. მოსკოვის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი სახალხო მეურნეობის დაგეგმვა-ეკონომიკის სპეციალობით. 1972-1973წწ. შუახევის რაიონის სოფ. გოგინაურის სკოლის მასწავლებელი; 1973-1981წწ. საქართველოს ალკკ შუახევის რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი, აჭარის ალკკ საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1981-1988წწ. საქართველოს კომპარტიის ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი, შუახევის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, ბათუმის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1988-1991წწ. სახალხო დეპუტატთა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991-1992წწ. აჭარის ავტ. რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი; 1992-1994წწ. აჭარის ავტ. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი შუახევის რაიონში; 1994-1995წწ. შუახევის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1995-1996წწ. აჭარის ავტ.რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1998წწ. აჭარის ავტ.რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე; 1998-1999წწ. აჭარის ავტ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგადასახადო სახელმწიფო დაპარტამენტის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი შუახევის №82 საარჩევნო ოლქიდან; სსიპ-აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. არის უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს, 132 პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 128; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.127 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |