The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პროკოფი თავდომაძე

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1978  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ექადია, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1935 წელს.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში; 1917-1919წწ. სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა ოზურგეთის მაზრის მშრომელებში; 1919 წლიდან რევოლუციური შტაბის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებში, რისთვისაც დააპატიმრეს და ჩასვეს ჯერ ოზურგეთის, შემდეგ ბათუმის ციხეში (1921). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ, 1921-1922წწ. მუშაობდა პარტიის ოზურგეთის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1922-1923წწ. მსახურობდა კავკასიის არმიის 1-ლ ქართულ ლეგიონში, თბილისში; 1923-1924წწ. მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ასეულს; 1924-1929წწ. იყო რაჭის მაზრის სამხედრო კომისარი; 1929 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.564

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: