შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოჩაჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა პეტროგრადის პოლიტექნიკუმი. 1915 წლიდან რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა ჯარში. 1917 წელს თბილისში თანამშრომლობდა გაზ. "კავკაზსკი რაბოჩიში". 1918-1920წწ. ბაქოში მოღვაწეობდა: იყო ბაქოს რევკომის თავმჯდომარე (1920), შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო პოლიტსაგანმანათლებლო განყოფილების გამგე, პარტიის ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ თბილისის რევკომის თავმჯდომარე (1921); პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი (1922); 1923-1924წწ. საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1926-1930წწ. პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1930-1934წწ. სწავლობდა მოსკოვში წითელი პროფესურის ინსტიტუტში; 1934 წლიდან პარტიის ეისკის რაიკომის მდივანი, ქარხანა "როსტრესელმაშის" პარტკომის მდივანი; საქართველოს კპ ცკ-ის წევრი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ცაკის წევრი, პარტიის XV-XVI ყრილობის დელეგატი. 1936 წელს დააპატიმრეს, 1937 წელს სიკვდილით დასაჯეს. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.598 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |