The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიტო სინჯიკაშვილი

მიტო სინჯიკაშვილი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი სინჯიკაშვილი
სხვა სახელი:დიმიტრი სინდიკელი
დიმიტრი სინჯიყელი
დიმიტრი შინჯიკელი–შინჯიკაშვილი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 1976  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

1920-იანი წლების დასაწყისში იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთული პერიოდული გამოცემის "ახალი ივერიის" ერთ–ერთი რედაქტორი და ხელმძღვანელი (გამოდიოდა 1927-1939 წლებში). მეორე მსოფლიო ომის დროს დიმიტრი სინჯიკაშვილი გაწვეული იყო ფრანგულ ჯარში; ტყვედ ჩავარდა და გერმანული არმიის "ქართულ ლეგიონს" შეუერთდა. ომის შემდეგ იტალიაში ცხოვრობდა, საბოლოოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1955 წელს ნიუ–ორკში ქართული სტამბა დააარსა და გამოცემდა დიდი ფორმატის ყოველთვიურ გაზეთს "ქართული აზრი" (გამოდიოდა 1974 წლამდე). სტამბაში ასევე დაიბეჭდა გაზეთი "ქართველი ერი", ჟურნალი "კრებული" და არაერთი ქართული წიგნი. დიმიტრი სინჯიკაშვილი ასევე იყო ქართული ემიგრაციის ინგლისურენოვანი ჟურნალის, The Voice of Free Georgia-ის ("თავისუფალი საქართველოს ხმა") სარედაქციო კოლეგიის წევრი. გარდაიცვალა ნიუ-იორკში. პოლიტიკური ემიგრანტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია = The history of the georgian emigrant journalism = История грузинской эмигрантской журналистики : ტ. 2 / გ. შარაძე . - თბ., 2002. - გვ.510-655; ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი.-თბ., 2014.-გვ.71-76



გააზიარე: