The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან იაშვილი

ქეთევან იაშვილი
Date of birth:23 April, 1883
Date of death:1980  (at 96 years)
Burial location:გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზო, ქ. თელავი
Category:Medical Doctor, Collector

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შალაური, თელავის მუნიციპალიტეტი.

დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. 1900 წელს დაამთავრა  ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა; 1930-იან წლებში კოსმეტოლოგიით დაინტერესდა, ამ პროფესიას იგი ქ. პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ  თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა; ქეთევან იაშვილი ცოლად გაჰყვა მოხეტიალე თეატრალური დასის წევრს, ნიკოლოზ კაზიევს, რომელიც მასავით კოლექციონერი იყო. " ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი", - ეს ქეთევან იაშვილის სიტყვებია, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა. იგი ღრმად მოხუცებულიც კი სხვადასხვა მსოფლიო დონის შედევრებით კოლექციის გამდიდრებას არ წყვეტდა, რომელიც შემდეგ თელავის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა. მის კოლექციაში მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ნაწარმოებები,  XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და უცხოური ქვეყნების ფერწერის ნიმუშები. კოლექციაში დაცულია 187-მდე  რუსული, ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული ფერწერის საუკეთესო ნიმუშები და ასევე  ელენე ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის და სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები. ფარმაცევტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: თელავის საპატიო ხმა: knews.ge; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge

Awards and Honors

  • 1963 - თელავის საპატიო მოქალაქე

Share: