The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოფანე ბიზანტიელი

დაბადების თარიღი:5??
გარდაცვ. თარიღი:5??
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

თეოფანე ბიზანტიელის საისტორიო თხზულება მოიცავს 566-581 წლების ამბებს. შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტები ფოტიოსის (IX ს.) თხზულებაში "ბიბლოითეკა". ერთ-ერთ ფრაგმენტში მოთხრობილია სპარსეთის წინააღმდეგ 572 წლის ქართლისა და სომხეთის აჯანყების შესახებ, მოხსენიებულია ქართლის მთავარი გურგენი. აქვე, პირველადაა ნახსენები თბილისი, "ტიფილისის" სახელით, როგორც იბერიის დედაქალაქი. VI  საუკუნის II ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.45


გააზიარე: