The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ სანაძე

გურამ სანაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 2006  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს "სპეცგეოს" საქართველოს ექსპედიციაში რიგით გეოლოგად; 1956-1960 წწ. მუშაობდა პამირზე, ყიზილ-ყუმში, ყარა-ყუმში, კოპეტ-დაგას მთებში გეოლოგად, გეოლოგიური პარტიის უფროსად; 1960 წლიდან მუშაობდა "საქნავთობში" ნავთობისა და გაზის ძიების კვლევის გეოფიზიკური მეთოდების სამსახურში გეოფიზიკური ექსპედიციის მთავარ გეოლოგად, კოლხეთის ბურღვის კანტორის დირექტორად, გეოფიზიკური ექსპედიციის უფროსად; 1970-2005 წწ. ხელმძღვანელობდა ჯერ ტრესტ, ხოლო შემდგომ "საქნავთობგეოფიზიკას"; 2005 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ნავთობის ეროვნული კომპანია "საქნავთობის" საექსპერტო ანალიტიკური კომისიის ექსპერტი; 1975 წელს მიენიჭა სამგორის საბადოზე პირველაღმომჩენისა და საქართველოს დამსახურებული გეოლოგის წოდება. ხელმძღვანელობდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ნავთობისა და გაზის ძიებაში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1988 წელს მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ექვსი დისერტაცია ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების დარგში. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები = Georgian power engineers:ენციკლოპედია.-თბ.,2010.-გვ.257; საქართველოს ენერგეტიკოსები = Georgian power engineers.-თბ.-2016.-გვ.297

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1997-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1991 - შრომის ვეტერანი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: