| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 2008-2010 წლებში სწავლობდა ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტსა და რუმინეთის ბუქარესტის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიაში, ჯურჯუს უნივერსიტეტი, ასევე ბულგარულ-რუმინულ ინტერუნივერსიტეტის ევროპულ ცენტრში (BRIE) ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტზე, არის ევროპულ კვლევათა მაგისტრი; 2014-2016 წლებში სწავლობდა სადოქტორო პროგრამაზე კორონას უნივერსიტეტში (ესპანეთი) სამართალმცოდნეობის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში; 2018 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა სასწავლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც საზღვარგარეთ ისე საქართველოში. იგი არის 100-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ექვსი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი; ე. ჯაფარიძე არის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი საქართველოში (გურამ შარაძის მერე), რომელმაც კომპლექსურად შეისწავლა ევროინტეგრაციის პირველი აპოლოგეტის მიხეილ მუსხელიშვილისა (მიშელ მუსხელი) და მსოფლიოში ევროპოლოგიის ფუძემდებლის ალექსანდრე ნიკურაძისა და ივანე ნიკურაძის მოღვაწეობა, რომელმაც გამოარკვია, რომ ა) 1948 წელს მიშელ მუსხელმა ფრანგ კონსტიტუციონალისტ გასტონ სტეფანთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პირველი პროექტი (ევროპის კონსტიტუციური სამართალი და არამარტო კონსტიტუციური), რომლის მნიშვნელოვანი დებულებანი საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროპული კავშირის სამართალს; ბ) ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისა და ევროგაერთიანების ინსტიტუციების დაარსების იდეა (რაც მერე განხორციელდა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს და სხვათა შექმნით); გ) ევროპულ საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაცია და ევროპულ საგანმანათლებლო სისტემების და პროგრამების ჰარმონიზაცია (რაც მერე განხორციელდა ე. წ. "ბოლონიის პროცესის" სახით); დ) ევროპაში საზღვრების მოშლის კონცეფცია (რაც მოგვიანებით განხორციელდა ე. წ. შენგენის ვიზის სახით, რამაც ევროკავშირში ფაქტობრივად საზღვრები მოშალა); ე) მიშელ მუსხელი არის "ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის წარმომადგენლის მანდატის მფლობელი და მისი ერთ-ერთი დამაარსებელი; ვ) 1953 წელს პირველმა ქართველმა ევროპოლიტიკოსმა შექმნა "ქართულ-ევროპული მოძრაობა საფრანგეთში, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო პირველი აპოლიტიკური გაერთიანებას, რომელიც მაშინვე ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებზე და ლიბერალურ ღირებულებებზე და ა.შ. ევროპათმცოდნე (ევროპოლოგი), გერმანისტი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

