The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლატიფშაჰ ბარათაშვილი

ლატიფშაჰ ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 1984  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მინგეჩაური, აზერბაიჯანი
კატეგორია:ეთნოლოგი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი

დაამთავრა სოფელ უდის შვიდწლედი; კომკავშირის და პარტიული კურსები თბილისში; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება ისტორიის მიმართულებით. 

კომკავშირული საქმიანობა განაგრძო მშობლიურ კუთხეში; 1944 წელს როგორც თურქი-მესხი გადაასახლეს შუა აზიაში; აკადემიკოს გ. ჩიტაიას მითითებით აგროვებდა მასალებს მაჰმადიანი მესხების ყოფასა და გენეოლოგიის შესახებ და ამას გადასახლებაშიც აგრძელებდა; 1956 წლიდან იწყებს ბრძოლას სამშობლოში დასაბრუნებლად, ის არის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამ საქმეს ახორციელებს; 1959 წელს ას სხვა ოჯახთან ერთად ლ. ბარათაშვილის ოჯახიც მინგეჩაურში (აზერბაიჯანი) გადაასახლეს. 1962 წელს მაჰმადიანი მესხები აარსებენ თბილისში დროებით კომიტეტს და თავმჯდომარედ მას ირჩევენ; ამ კომიტეტის მიზანი იყო როგორც საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად ქმედითი ზომების მიღება; აზერბაიჯანში მცხოვრები ლ. ბარათაშვილი აგრძელებდა 1941 წელს დაწყებულ ეთნოგრაფიულ კვლევას; მისი მასალები მაჰმადიან მესხთა ყოფის, რიტუალების, ტანსაცმლის, სამკაულების და ა.შ. შესახებ უნიკალურია და დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ისტორიული მეცნიერებისათვის; სამწუხაროდ  მისი ნაშრომების საქართველოში გამოქვეყნება ვერ მოხერხდა; 1970 წელს აზერბაიჯანში, აზერბაიჯანულ ენაზე დაისტამბა ლ. ბარათაშვილის კრებული; ის უცხო მხარეში აღესრულა და მინგეჩაურში დაასაფლავეს.

წყარო: უ. ბლუაშვილი მესხეთის სახელოვანი შვილები:– თბ., 2008. – გვ.114-116; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მაჰმადიან მესხთა "დროებითი კომიტეტი" (თბილისი), თავმჯდომარე (1962-1966)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: