The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ გაფრინდაშვილი

მერაბ გაფრინდაშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1982წწ. საწარმო გაერთიანება,"ჰიდროსპეცგეოლოგიის" მე-7 რაიონის ჰიდროგეოლოგიური ექსპეედიციის სოხუმის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის ინჟინერი; 1982-1985წწ. სოხუმის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უბნის უფროსი; 1985-1987წწ. გუდაუთის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი გეოლოგი; 1987-1989წწ. ბიჭვინთის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რაზმის უფროსი; 1989-1993წწ. "სპეცგეო"-ს მთავარი ინჟინერი; 1993-1995წწ. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საინჟინრო-გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველოს რაზმის უფროსი; 1995-1997წწ. შავი ზღვის გეომონიტორინგული კვლევების ცენტრის ჯგუფის უფროსი; 1997-2000წწ. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი სსიპ ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი "სტიქია"-ს შავი ზღვის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი; 2000-2006წწ. ცენტრ "სტიქია"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე (მთ. ინჟინერი); 2004-2013წწ. საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის კონსულტანტი; 2004-2005წწ. კომპანია "ჯეიკობსი"-ს ექსპერტი საინჟინრო გეოლოგიურ საკითხებში; 2004-2005წწ. კომპანია "ბეისიპ-ფრანლაბის" ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში; 2006-2009წწ. გერმანული კომპანია  "კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალი"-ს კონსულტანტი საინჟინრო-გეოლოგიურ საკითხებში; 2006-2007წწ. კომპანია "რეს & კო"-ს  კონსულტანტი გარემოს დაცვის საკითხებში; 2006-2008წწ. ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2008-2011წწ. სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსი; 2011-2014წწ. გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014 წლიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. არის რამდენიმე ასეული გეოლოგიური ანგარიშის და დასკვნის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი: nea.gov.ge


გააზიარე: