The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:15 ივნისი, 1941  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1923 წელს.

მუშაობდა ქირურგიის ფაკულტეტზე ორდინატორად. 1927 წელს მიავლინეს ლენინგრადში ცნობილ უროლოგ, პროფესორ ხოლეცკთან და აკადემიკოს ორბელთან. აქ დაწერა ნაშრომი "Влияние полной денервации почки на ее функцию"( Известия Академии Наук СССР), რომელმაც დიდი შეფასება მიიღო. 1928 წელს დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ასისტენტად და უროლოგიური განყოფილების გამგედ. 1938 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგ მიიწვიეს ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის დოცენტად და უროლოგიის დოცენტურის ხელმძღვანელად. გიორგი გაჩეჩილაძის ლექციები საქართველოს ექიმთა საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდა. იგი იყო საქართველოში უროლოგიის დარგის ერთ-ერთი დამაარსებელი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის "ჭიაყელა ნაწლავის დაავადების ზოგიერთი მასალები ქირურგიული კლინიკის 1923, 1924 და 1925 წლების მასალის მიხედვით" (ჟურ. "თანამედროვე მედიცინა", 1926, №6). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქირურგი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.518

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: