შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964–1969წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში (ამჟამად – სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტი); 1969–1972წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პ. ლებედების სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში; 1973 წლიდან სსრკ სახსტანდარტის მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; არის ღია სააქციო საზოგადოებაბა "ზედაპირისა და ვაკუუმის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" გენერალური დირექტორი; მოსკოვის ფიზ. ტექ. ინსტიტუტის ფიზიკური და კვანტური ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი; ნანომეტროლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე; სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის "ნანოტექნოლოგიები" დამაარსებელი. მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმართულებაა სიგრძის ზემაღალი სიზუსტით გაზომვების თეორია და ტექნოლოგია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე პატენტის ავტორი. 2002 წელს მიენიჭა "რუსეთის ფედერაციის საპატიო მეტროლოგის" წოდება. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორი (1986), პროფესორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.80
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |