შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ალავერდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით. დაიწყო მუშაობა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. 1979 წლიდან დაინიშნა კათედრასთან არსებულ სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად მოცემულია მდინარეთა ნატანის ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების თავისებურებანი. 1968-1972წწ. იყო საქართველოს ნაკრების წევრი საბაიდარო ნიჩბოსნობაში. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი სსრკ არაოფიციალური ჩემპიონი და პრიზიორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების პირობები და გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.20-21 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |