შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრა გაწერელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუქრუთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა იმერეთის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი 1901 წელს და იმავე დღიდან ფოთის სამრევლო სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლობა; სცენაზე გამოვიდა 1910 წელს და მთელი 10 წელი უანგაროდ იღვწოდა სასცენო ასპარეზზე ფოთსა და ქუთაისში, უმთავრესად საყოფაცხოვრებო-რევოლუციურ რეპერტუარში. როგორც ნიჭიერი სცენისმოყვარული, ხელძღვანელობდა ანტ. ჟღენტის მიერ 1901 წელს ფოთში დაარსებულ სცენისმოყვარულთა ჯგუფს; დააარსა ფოთის დრამატული საზოგადოება, რომლის გამგეობასაც ოთხი წლის მანძილზე თავმჯდომარეობდა. ალექსანდრა გაწერელია-ჩაჩანიძეს თბილისში გადმოსვლა შესთავაზეს, მაგრამ მან ფოთში დარჩენა ისურვა. სცენისმოყვარულთა საზოგადოებამ მის საფლავზე ძეგლის დასადგმელად ფული შეაგროვა. მწერალ აკაკი გაწერელიას დედა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.527 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |