The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა თოიძე

შალვა თოიძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1990  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1941-1945წწ. მოქმედ არმიაში მუშაობდა სამედიცინო სანიტარული ბატალიონის წამყვან ქირურგად; 1954–1987წწ.  განაგებდა ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1987 წლიდან იყო კონსულტანტი; შეისწავლა შინაგანი ორგანოების მსხვილი სისხლძარღვებისა და სპინალური ნერვების ანატომიური ცვალებადობა, დაამუშავა ღვიძლზე, სუბდიაფრაგმულ სივრცესა და ბადექონის აბგაზე ოპერაციული მიდგომის წესები; ს. ხეჩინაშვილთან და შ. ტყემალაძესთან ერთად შექმნა ხორხის ამოკვეთისას ხახის დეფექტის დახურვის ორიგინალური მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1952).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.85

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: