Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა თოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1941-1945წწ. მოქმედ არმიაში მუშაობდა სამედიცინო სანიტარული ბატალიონის წამყვან ქირურგად; 1954–1987წწ. განაგებდა ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1987 წლიდან იყო კონსულტანტი; შეისწავლა შინაგანი ორგანოების მსხვილი სისხლძარღვებისა და სპინალური ნერვების ანატომიური ცვალებადობა, დაამუშავა ღვიძლზე, სუბდიაფრაგმულ სივრცესა და ბადექონის აბგაზე ოპერაციული მიდგომის წესები; ს. ხეჩინაშვილთან და შ. ტყემალაძესთან ერთად შექმნა ხორხის ამოკვეთისას ხახის დეფექტის დახურვის ორიგინალური მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1952). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.85 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |