შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ალანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს, ხოლო ტაშკენტის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სპეცკურსი ინჟინერ-სინოპტიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს; 1953-1957წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობდა საქმთავარ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის აფხაზეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსად. იგივე თანამდებობა ეჭირა აჭარაში. მუშაობდა კოკისპირული სტიქიური წვიმების შედეგების თავიდან აცილების სფეროში. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში მოცემულია ოკეანოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ბუნების დაცვის აქტუალური საკითხები; მუშაობდა აგრეთვე ჰიდროლოგიური, საზღვაო და ამინდის პროგნოზების მეთოდიკის საკითხებზე. დოცენტი (1953). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |