შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა თორელი![]()
ბიოგრაფიაXII ს. შუა წლების მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი. საისტორიო წყაროებში იხსენიება 1152–1977წწ. ამბებთან დაკავშირებით. თორელი მოხსენიებულია საორბისის ეკლესიის (თეძმის ხეობა) 1152 წლის წარწერაში, როგორც ტაძრის მაშენებელი და ამ მხარის მემამულე (ე. ი. თავისი ძირითადი საგვარეულო მამულის თორის გარდა ამ პერიოდში მას უკვე ჰქონია მამული თეძმის ხეობაშიც). თამარის ისტორიკოსის ცნობით, 1163 წელს გიორგი III-ს სომხეთის (შირაქის) ცენტრის – ანისის – გამგებლად დაუნიშნავს. ამ ცნობაში ის იხსენიება როგორც "დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე"; 1177 წელს თავისი შვილებით დემნა უფლისწულის ამბოხებას მიმხრობია, მაგრამ შემდეგ კვლავ მეფის მხარეს გადასულა. ამის შემდეგ საისტორიო წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.92
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |