შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ გელოვანი![]()
ბიოგრაფიაიასონ გელოვანი იყო ლეჩხუმის თავად-აზნაურობის წინამძღოლი, გლეხების დიდი მოჭირნახულე, ხალხური სიტყვიერებისა და საღმრთო წერილის კარგი მცოდნე. ზეპირად იცოდა ბიბლიის, სახარების, დავითნის, ფსალმუნის, "ვეფხისტყაოსნის", "მოურავიანის" ბევრი ადგილი; ჩახრუხაძის, შავთელის, არჩილისა და თეიმურაზ მეფის შემოქმედება. რაჭის ცნობილი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის სიტყვით, იასონ გელოვანი იყო: "მომჯადოებელი ადამიანი, უსწავლელი, მაგრამ ნასწავლთა მხიბლავი, ღარიბი, მაგრამ უმდიდრესად მოჩვენებული, რაჭა-ლეჩხუმს არ გაცილებული, მაგრამ ყველგანყოფილად მიჩნეული". საკუთარი სურვილით, გლეხობა 1905 წლამდე გაანთავისუფლა სხვადასხვა ვალდებულებისაგან. პირველი მსოფლიო ომის დროს 5 სანიტარული რაზმი შეადგინა. ქველმოქმედი, მისი შვილი იყო შამშე გელოვანი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.558 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |