შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირო გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ილურთა, ახმეტის რაიონი. 1904-1905წწ. კიროს სახელით მუშაობდა რსდმპ პარტიაში, თელავის მაზრაში, როგორც აგიტატორ-პროპაგანდისტი; 1905 წლის გაზაფხულზე თელავის ციხეში იჯდა, საიდანაც 1905 წლის ოქტომბერში მანიფესტის ძალით გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ განაგრძო რევოლუციური მუშაობა თბილისის გუბერნიაში; 1906 წელს წინანდლისა და ნაფარეულის საუფლისწულო მამულებში გაფიცვები მოაწყო, თელავში მაყაშვილებს იარაღი ჩამოართვა; იმალებოდა ივანე როსტომაშვილის ოჯახში; 1907 წლიდან არალეგალურად ცხოვრობდა; 1908 წელს შეიპყრეს და 5 წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს, 1910 წელს თბილისში გამოქცევა მოახერხა, 1911 წელს ისევ შეიპყრეს, გადასახლებული იქნა დონის როსტოვში; 1913 წელს, 102-ე მუხლის საფუძველზე ციბმირში გაიგზავნა. სასჯელი მოიხადა ირკუტსკის გუბერნიის სოფელ მანზურკაში, 1915 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ ჩიტაში (ხაბაროვსკი). 1916 წელს ისევ შეიპყრეს, თუმცა ვლადივოსტოკში გაქცევა მოახერხა. იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების წევრი №1978. აგიტატორ-პროპაგანდისტი, რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.560
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |