შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქაიხოსრო გელოვანი![]()
ბიოგრაფიაქაიხოსრო გელოვანი წარმოშობით იყო ლეჩხუმიდან. 1880-იანი წლებიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დროებაში" (1881, №134,155,169); (1886, №95, 115, 148); (1890, №111,123,124,126,152, 154, 208, 209, 229, 231, 235); "მწყემსში" (1884, №22,24; 1885,№3, 23; 1886, №3 ) და სხვ. საჯაროდ გამოდიოდა სიტყვებით (სიტყვა, "თქმული 22 დეკემბერს 1885 წელსა სოფელს ცაგერს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოზე // "მწყემსი", 1886, №2). "დროებაში" გამოქვეყნებული ერთ წერილის გამო პასუხისგებაში მისცეს. წერდა ლექსებსაც. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის" მართავდა საღამო-წარმოდგენებს, აგროვებდა ფულად შემოწირულობებს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.562 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |