The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ბაიაშვილი

თინათინ ბაიაშვილი
Date of birth:26 April, 1945  (80 years)
Category:Geographer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონიანთხევი, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1973 წელს.

1973 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მუშა-ახალგაზრდობის მე-17 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1976 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის მე-14 საშუალო სკოლაში; 1977 წლიდან მიიწვიეს პიონერთა და მოსწავლეთა (ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის) რესპუბლიკურ სასახლეში გეოგრაფია-გეოლოგიის კაბინეტის პედაგოგად; 1984 წლიდან ამავე კაბინეტის გამგეა; პარალელურად აგრძელებდა მუშაობას მე-14 საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად 1986 წლამდე; მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში გეოგრაფია-გეოლოგიისა და მხარეთმცოდნეობის ხაზით ყოველწლიურად ატარებდა მოსაწვლეთა რესპუბლიკურ შეკრებებსა და კონფერენციებს, ეწეოდა მეთოდურ მუშაობას რესპუბლიკის მასშტაბით, ახდენდა მოსწავლეთა შრომებისა და ბროშურების რედაქტირებას. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეთოდური ბროშურა: ნორჩ გეოლოგთა და გეოგრაფ-მხარეთმცოდნეთა დასახმარებლად. პირველი კატეგორიის მასწავლებელი (1991).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.34-35

Awards and Honors

  • 1984 - სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკი

Share: