შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ თოფურძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა წაღვერი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენათა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1948 წელს. 1958 წიდან მუშაობდა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინივერსიტეტში, სადაც 1974–1987წწ. ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთული ლიტერატრის კათედრას; მას ეკუთვნის ნაშრომები: "რობერტ ბერნსი" (1959), «"გაჯავრებული ახალგაზრდები" და ჯონ ბრეინი» (1964), «ჯეფრი ჩოსერი და მისი "კენტერბერიული მოთხრობები"» (1977), "ლორენს სტერნის მხატვრული სამყარო" (1990), «ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი"» (1996), «თეოდორ დრაიზერის რომანი "გენიოსი"» (1961), "ერნესტ ჰემინგუეი" (1973), «რობერტ პენ უორენის "მეფის მთელი მხედრიონი"» (1978). ძირითადად აშშ-ის ლიტ-რის მკვლევარია. შეადგინა და გამოსცა ამერერიკული ნოველების ორტომეული წინასიტყვაობითა და შენიშვნებით (ტ. I–1967, ტ. II–1968). უმთავრესად იკვლევდა უ. ფოლკნერის შემოქმედებას: «ფოლკნერის რომანის "ხმაური და მძვინვარების" მაკბეთური სათაური» (1975, რუს. ენაზე), «უილიამ ფოლკნერის "აბესალომ, აბესალომ!-ის" არქიტექტონიკა» (1978, გერმ. ენაზე), "ცნობიერების ნაკადის ტექნიკა ჯოისისა და ფოლკნერის შემოქმედებაში" (1984), "ფაუსტის სახის გაგებისათვის უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში" (1990). მონოგრაფიაში "უილიამ ფოლკნერის რომანის პოეტიკა" (1984) განხილულია ფოლკნერის პროზის მხატვრული თავისებურება. ავტორია ნარკვევებისა ქართულ-ინგლისურ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. ქართ. ენაზე თარგმნა ჯ. ბრეინის რომანი "გზა მაღალი საზოგადოებისაკენ" (ნ. ბადრიაშვილთან ერთად), ი. პეტროვასთან ერთად ინგლ. ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა კრებ. «"ხოგაის მინდია" და ქართველ მწერალთა მოთხრობები» (1966), გ. ნატროშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1968); საქართვ. უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1983), ფილოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.102 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |