| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ თოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1953წწ. მუშაობდა ქ. ვოროშილოვგრადის (უკრაინა) საავადმყოფოში ქირურგად; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის ასისტენტი (1956); 1972-1993წწ. ამავე ინსტიტუტის ამავე კათედრის გამგე. 1971 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის გამგე; შექმნა სმენის გამოკვლევის ორი ორიგინალური მეთოდი; იკვლევდა ხორხის კიბოს ჰისტოლოგიურ თავისებურებებს; შეისწავლა ხორხის კიბოსა და კიბოსწინარე მდგომარეობის ზოგიერთი ჰისტოქიმიური თავისებურებები, ხახის ლიმფოიდური ორგანოების მიერ ინტერფერონის გამომუშავების ფუნქცია და განსაზღვრა ამ ორგანოების როლი ანტივირუსულ იმუნიტეტში. 120-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ.105; მოგონებები თამაზ თოხაძეზე / შოთა ჯაფარიძე // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2016.-N 7 (135).-გვ.64–65; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.704-705 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

