The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო გვალია

სანდრო გვალია
Legal name:ალექსანდრე გვალია
Date of birth:1913
Date of death:April, 1982  (at 69 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1933-1934 წწ. მუშაობდა ყაზბეგის მეტეოროლოგიურ სადგურში. 1937 წელს, შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, ალპინისტ რამინ კვიციანთან და სხვა ალპინისტებთან ერთად ავიდა კავკასიონის ერთ-ერთი ცენტრალური ქედის დაუპყრობელ, ყინულოვან მწვერვალზე-ბენზეგის კლდეზე, შხარასა და ჯანღას შორის. მწვერვალს ალპინისტებმა "შოთა რუსთაველი" უწოდეს. ალექსანდრე გვალიას დიდი  წვლილი მიუძღვის საქართველოში ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში. ხელმძღვანელობდა პირველ ასვლებს: ბანგურიანზე (1930), მთავარ შხარაზე, ვახუშტის მწვერვალზე (1933), რუსთაველის პიკზე (1937) და სხვ.; 1930-1940 წწ. მოაწყო მასობრივი ალპინიადები და სამთო-სათხილამურო ლაშქრობები კავკასიონის მთებში, სვანეთსა და რაჭაში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1948 წლიდან იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი. სპორტული კლუბების - "ნაუკა" და "სპარტაკი" წევრი, ალპინისტი. სამთო მოთხილამურე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.573

Awards and Honors

  • 1949 - სპორტის ოსტატი
  • 1948 - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი
  • 1943 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1934 - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ალპინიზმში
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

Bibliography


Share: