The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაკურ ბერიტაშვილი

ბაკურ ბერიტაშვილი
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2019  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. 1964-1965წწ. სტაჟირებით მივლინებულ იქნა ქ. ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, იქვე, 1966-1969წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1987 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ნალექთა რეგულირების ლაბორატორიის ხელმძღვანელია, 1995 წლიდან კი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობის დარგში, ხოლო 2000 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1996-2001წწ. ასრულებდა კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის კოორდინატორის მოადგილის მოვალეობას. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელოა, რომლებიც ეძღვნება ღრუბელთა ფიზიკის, ნალექთა რეგულირების, ატმოსფერული ელექტრო და კლიმატის ცვლილებების პრობლემებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის, კრებულის, და სხვა ნაშრომთა რედაქტორი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონვექციურ ღრუბელთა ზოგიერთი დინამიკური მახასიათებლის ექსპერიმენტული შესწავლა", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნალექთა ხელოვნური რეგულირების სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიური საფუძვლები (აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.41-42;  წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.76

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: