The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ბერიძე

ტარიელ ბერიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1949
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 2020  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1974წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე მასწავლებლად და მეთოდისტად. 1974-1991წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეოთხეული გეოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილებაში - ლაბორანტის, ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობებზე, 1991 წლიდან - საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის ცენტრალურ აპარატში საორგანიზაციო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1991-2000წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების განყოფილების უფროსად, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მიწათმოწყობის სამმართველოს უფროსად, ტერიტორიულ-სივრცითი ორგანიზაციის, ქალაქმშენებლობის და არქიტექტურის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2000 წლიდან - სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის - "საქნაპირდაცვის" დირექტორად; შემდგომში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები მეოთხეულ გეოლოგიასა და პალეოგეოგრაფიაში, აგრეთვე ლექციების კურსი სტუდენტებისათვის ბუნებათსარგებლობასა და ეკოლოგიაში, კონცეფცია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.42

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, სამეცნიერო საბჭოს წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: