Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ გლახოვი (დონ ანტონი)![]()
Biographyქართველი კათოლიკე, აღმოსავლურ და ევროპული ენების, ქართული მწიგნობრობის კარგი მცოდნე. რომიდან კათოლიკეთა მოძღვრად გამწესებისთანავე, 1845 წელს, ქუთაისში, შემოწირული ფულით ეკლესია და სკოლა ააშენა. მის შესახებ ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: "ანტონ გლახაშვილი სომეხ კათოლიკეთაგან გლახოვათ წოდებული 1850-1870 წლებს სცხოვრობდა ქუთაისში. იგი იყო რომში გაზრდილი და მასთანვე კარგად მცოდნე ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და ქართული მწიგნობრობის. იგივე გახლდათ დაახლოვებული მეგობარი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძესი. დონ ანტონმა დაუდო საძირკველი ქუთაისში კათოლიკეთ ეკლესიის აღშენების საქმეს, ამისივე თავოსნობით დაარსდა ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლა და "სავარდისის ძმობა" დონ ანტონი გარდაიცვალა 1870 წლებს." (ზოგ წყაროში გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1880 წელი). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.603
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |