The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ვაშაყმაძე

გიორგი ვაშაყმაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1956  (65 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს და ლომონოსოვის სახ.მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა 1982 წელს

ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას: 1982-1983წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1987წწ. აგროსამრეწველო პროდუქციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერიმენტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 1987-1991წწ. აგროსამრეწველო პროდუქციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერიმენტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1991-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოსინთეზის პრობლემური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1996წ. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის სტრატეგიული დაგეგმვისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 1996-1999წწ. სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი; 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტოსინთეზის პრობლემური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის  პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; 2005 წელს დაასრულა კარიერა საჯარო სექტორში და მოღვაწეობა განაგრძო შპს – Spectrum Consulting -ში. 2006 წელს კი კორპორაციული სტრატეგიის დირექტორის რანგში შეუერთდა საერთაშორისო კონსორციუმს, რომლის მიზანია შავი ზღვის გასწვრივ საქართველოდან ევროპაში გაზსადენის მშენებლობა.  ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geweg.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.159

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-5 მოწვევის პარლამენტის ევრაზიული დერეფნის ქვეკომიტეტი , ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი

გააზიარე: