შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თუშმალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1933 წელს. მუშაობა დაიწყო ყულარის (მარნეული) ღვინის ქარხანაში. მიწვეული იყო მასანდრის ღვინის ქარხანაში (ყირიმი) მთავარ სპეციალისტად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორი; "სამტრესტის" მმართველი; საგარეჯოს საექსპორტო ღვინოების ქარხნის დირექტორი; მებაღეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მეღვინეობის განყოფილებას; წლების განმავლობაში იყო "სამტრესტის" მთავარი მრჩეველ-კონსულტანტი; იყო სსრკ მეღვინეობის ცენტრალური სადეგუსტაციო ჟიურის წევრი; მრავალჯერ იყო მიწვეული საერთაშორისო დეგუსტაციებსა და კონკურსებზე ჟიურის წევრად; ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში ახალი ღვინის ქარხნების მშენებლობას; მონაწილეობდა ახალი სამარკო ღვინოებისა და კონიაკების ნაირსახეობების შექმნაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეღვინე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.141
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |