The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი თუშმალიშვილი

გიორგი თუშმალიშვილი
Date of birth:1 May, 1921
Date of death:18 March, 2006  (at 84 years)
Category:Public official, Manufacturer, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1933 წელს.

მუშაობა დაიწყო ყულარის (მარნეული) ღვინის ქარხანაში. მიწვეული იყო მასანდრის ღვინის ქარხანაში (ყირიმი) მთავარ სპეციალისტად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორი; "სამტრესტის" მმართველი; საგარეჯოს საექსპორტო ღვინოების ქარხნის დირექტორი; მებაღეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მეღვინეობის განყოფილებას; წლების განმავლობაში იყო "სამტრესტის" მთავარი მრჩეველ-კონსულტანტი; იყო სსრკ მეღვინეობის ცენტრალური სადეგუსტაციო ჟიურის წევრი; მრავალჯერ იყო მიწვეული საერთაშორისო დეგუსტაციებსა და კონკურსებზე ჟიურის წევრად; ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში ახალი ღვინის ქარხნების მშენებლობას; მონაწილეობდა ახალი სამარკო ღვინოებისა და კონიაკების ნაირსახეობების შექმნაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეღვინე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.141


Share: