შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გერგედავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს. მუშაობა დაიწყო სოფელ ნაკიფუს საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1958 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; პირველად გამოკვლეულ იქნა კავკასიის მღვიმეები კომპლექსური მეთოდით, დამუშავდა მისი მეთოდიკა, დადასტურდა მღვიმეთა კომპლექსის, როგორც განსაკუთრებული გეოგრაფიული ლანდშაფტის გამოყოფის იდეა; განსაზღვრა მღვიმეების ლანდშაფტის საგანი, სტრუქტურა, ამოცანა, შეასრულა მიწისქვეშა ლანდშაფტის ფორმულირება, განსაზღვრა ასეთი კომპლექსის ადგილი დედამიწის ლანდშაფტურ სფეროში, წამოაყენა ახალი შეხედულება კარსტულ მღვიმესა და მის ფორმათწარმოქმნაზე, სიღრუის ევოლუციურ სტადიებზე; გაკეთდა მღვიმის გენეტური, მორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური კლასიფიკაციები; დამუშავდა მღვიმის გამოყენება-დაცვის პრობლემები; იკვლევდა მღვიმეთმცოდნეობის კომპლექსურ მეტეოროლოგიას, მიწისქვეშა ლანდშაფტების თეორიას, რომელთა შესახებ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები (ქართულ და რუსულ ენებზე). იდგა ქართული სპელეოლოგიის სათავეებთან - ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოდიშის მღვიმეთა ბუნებრივი პირობების კომპლექსური დახასიათება", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.68-69 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |