The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ იაშვილი

ნიკოლოზ იაშვილი
Date of birth:28 November, 1900
Date of death:10 April, 1981  (at 80 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს.

1928 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1929-1935წწ. სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში; ასევე სასოფლო-სამეურნეო პროფილის სხვა­და­სხვა დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1930-1934წწ. იყო ამიერკავკასიის მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ­განყოფილების გამგე; 1944 წლიდან მუ­შაობ­და სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; 1950-1981წწ. საზღვარგარეთის ქვეყნებთან მე­გობრობისა და კულტურული ურთიერთობის სა­ქართველოს საზოგადოებაში, იყო იაპონია – სსრკ-ის თბილისის ­განყოფილების პრეზიდენტი; 1954 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ­კონსულტანტი სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საკითხებში; აქტიურად ­მონაწილეობდა სა­ქართველოს აგრარული პოლიტიკის წარმართვაში; მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიიღო კოლხეთის დაბლობის სასოფლო-სამეურნეო ათვისების გენერალური გეგმის დამუშავებასა და განხორციელებაში, აგრეთვე თბილისის საგარეუბნო მეურნეობის განვითარების პროექტის შედგენაში; მის შრომებში დამუშავებულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის დარაიონების, წარმოების გაადგილებისა და სპეციალიზაციის, მეურნეობის გაძღოლის სისტემებისა და თესლბრუნვების ორგანიზაციის, მიწის ფონდების გამოყენების, მელიორაციის, გარემოს დაცვის, მევე­ნახეობისა და მეღვინეობის ეკონომიკის საკითხები; მას ეკუთვნის პირველი ნა­შრო­მი ქართულ ენაზე მიწის ეკონომიკური შეფასების შესა­ხებ; ავტორია მრა­ვა­ლი სამეცნიერო ნა­შრო­მისა (მ. შ. 15 მონოგრაფია). მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. აგროეკონომისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მიწის ფონდი და მისი გამოყენება".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.177; newspaper.tsu.ge

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: