შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა გოგლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქორთა, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსიტუტი (ახლანდელი აგრარული უნივერსიტეტი) სწავლული აგრონომის სპეციალობით 1956 წელს. 1957-1975წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1963-1966წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში აგროეკოლოგიისა და აერომეტეოროლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ასახავს აგროეკოლოგიის თანამედროვე პრობლემებს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საგარეუბნო ზონის მეურნეობის ხეხილის ბაღების რიგთაშორისებში ბოსტნეული კულტურების წარმოების აგრომეტეოროლოგიური დასაბუთება", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.85 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |