The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გორდეზიანი

გიორგი გორდეზიანი
Other name:ალი  (Pseudonym)
გ-იანი  (Pseudonym)
გ-ნი  (Pseudonym)
ჩიპურტანიძე  (Pseudonym)
Date of birth:23 April, 1882
Date of death:23 June, 1938  (at 56 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საკაო, ონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია 1904 წელს; ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სწავლა განაგრძო ტომსკის უნივერსიტეტში, საიდანაც დაითხოვეს რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის გამო (მონაწილეობდა სადგურ ტაიგის დეპოსა და ციმბირის დიდი რკინიგზის ხაზის გაფიცვებში). 1905 წელს გიორგი გორდეზიანმა თბილისში შექმნა ანარქისტ-კომუნისტების ჯგუფი, რომელმაც გამოსცა ჟურნალი "ნობათი", ყოველდღიური გაზეთი "მუშა" და ჟურნალი "ცის ნამი" (იყო რედაქტორი). იგი ამ გამოცემებში 1908 წლამდე აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს. წერდა სვანეთის გლეხობის მდგომარეობის, სახელმწიფო სათათბიროს, არჩევნების, რევოლუციური მოძრაობის გაძლიერების, სოციალური რევოლუციის პერსპექტივების, სოციალ-დემოკრატების, ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის შესახებ. თარგმნა პ. კრაპოტკინის "თამამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი" (გამოც. შ. გოგელიასი, ტფ., 1908, 96 გვ.; მთარგმნელი არ აწერია), მისივე რედაქტორობით გამოვიდა შ. გოგელიას "კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა" და კ. ორგეიანის "კრიტიკა სოციალ-დემოკრატიისა" (ტფ., 1908, 312 გვ., კონსპირაციული მოსაზრებით, გამომცემელად მოხსენიებულია შ. ღამბაშიძე). გიორგი გორდეზიანი 1916 წლიდან თანამშრომლობდა ყოველდღიურ გაზეთ "საქართველოსთან" და ყოველკვირეულ "კლდესთან" (დახურვამდე), სადაც წერდა ომის შედეგების, გადასახადების, რუსიფიკატორების, სასამართლოსა და სხვა საკითხების შესახებ. 1908 წელს ჟურნალ "ცის ნამის" ხელმძღვანელობისათვის თბილისის სასამართლო პალატამ პასუხისგებაში მისცა და 1912 წლის 19 იანვარს 129 მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა. 1909 წლის 22 ივლისიდან 1910 წლის 6 მარტამდე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს პოლიციის უბნის აფეთქების გამო. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.701


Share: