შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ივანოვი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1841 წელს. 1850-1857წწ. იყო თბილისის საქალაქო არქიტექტორი; 1856 წელს მისი პროექტით თბილისში დასრულდა წმ. ნიკოლოზის ბერძნული ეკლესიის მშენებლობა ხარფუხში; ავტორია XIX ს. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცხოვრებელი სახლის – არშაკუნის სახლის (ახლანდю ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია) პროექტისა (1856–1857); მის მიერვეა შედგენილი დ. თამამშევის ქარვასლის პროექტი (1853) და ცნობილი არწრუნის ქარვასლის (ყოფილი სასახლის ქუჩაზე) გადაკეთების პროექტები (1854 და 1855); ეკლექტიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია, რომელსაც თბილისის არქიტექტურაში გოთიკის, ადრინდელი რენესანსული მოტივები და ცალკეული ისლამური ელემენტებიც შემოჰქონდა; მის მიერ დაპროექტებული სახლების გეგმა მიუთითებს იმაზე, რომ იგი ითვალისწინებდა თბილისის სპეციფიკას, კერძოდ, იყენებდა როგორც ქუჩის მხარეს დაკიდულ ხის აივნებს, ისე ეზოს დიდ აივნებსაც. 1858 წელს მუშაობდა არქიტექტორად კავკასიის საინჟინრო ოლქში; 1859-1860წწ. თბილისიდან წასვლის შემდეგ მუშაობდა ასტრახანის საგუბერნიო არქიტექტორად, ხოლო შემდეგ პეტერბურგში დაბრუნდა; 1864-1874წწ. მონაწილეობა მიიღო თბილისში კავკასიის მეფისნაცვლის სასახლის პროექტის კონკურსში. 1850 წელს მიიღო არქიტექტურის აკადემიკოსის წოდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.212-213
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |