The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ივანოვი

ვიქტორ ივანოვი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წლიდან მუშაობს ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (JINR, დუბნა, რუსეთი) სხვა­დასხვა თანამდებობაზე; 2003-2013წწ. იყო JINR ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიის (LIT JINR) დირექტორი, 2013 წლიდან არის ამავე ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თა­ნა­მშრო­მე­ლი და სექტო­რის ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო კვლე­ვის სფეროა ექსპერიმენტული შედეგების ავტომატიზებული დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები, მათემატიკური სტატისტიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა, რთული სისტემების მოდელირება და ანალიზი; მონაწილეობს მრავა­ლი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის შესრულებაში; გამოქვეყნებული აქვს რამდე­ნი­მე ასეული სამეცნიერო ნა­შრომი; არის სამეცნიერო ჟურნალ "Particles and Nuclei. Letters"-ის რედკოლეგიის წევრი; 2009 წლიდან ნაციონალური კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტის «МИФИ»-ის პროფესორია. სამეცნიერო შრომების ციკლებისათვის მიღებული აქვს JINR-ის I (1998, 2005) და II (2002) პრემიები და სა­ხელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2004). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.213; dubna.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფიზიკისა და ქიმიის სოლვეის საერთაშორისო ინსტიტუტი (ბრიუსელი, ბელგია), წევრი (1995-2002)

გააზიარე: