შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ითონიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადებ ადგილი: სოფელი ყანობი, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957-1963წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1963 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1972 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დირექციასთან არსებული სამეცნიერო საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ცენტრალური კავკასიის მთიელთა საოჯახო ყოფის თემაზე, რომელშიც შესწავლილია ვეინახების (ჩაჩნებისა და ინგუშების), ოსებისა და ქართველ მთიელთა ოჯახის სტრუქტურა, საოჯახო ურთიერთობის ფორმები და ტრადიციები. 1981-2006წწ. იყო სოციალურ ურთიერთობათა შესწავლის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.224 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |