შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია თავბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს. 1993 წ. ოზურგეთის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1993-1996 წწ. დამოუკიდებელი ტელეკომპანია "გურიას" შემომქედებითი დირექტორი; 1996-1999 წწ. გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე; 1999-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის კულტურის მიმართულების რედაქტორი და საქართველოს რადიოს გადაცემა "რადიოკალენდარის" ავტორი; 2006-2018 წწ. ჟურნალ "არაბესკის" მთავარი რედაქტორი (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გამოცემა). არის ავტორი წიგნებისა: "მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა" (საპატრიარქოს გამომცემლობა 2005, 2010), "ჯუმათის მონასტრის სიძველეები" (საპატრიარქოს გამომცემლობა 2005); ავტორი და გამომცემელი კრებულებისა და ალბომებისა: "ღვთისკაცი - ექვთიმე თაყაიშვილი", "წმინდა მღვდელმთავარი - გაბრიელ ქიქოძე", "ვახტანგ ჭაბუკიანი", "ნინო ანანიაშვილი"; სერიის: "პუბლიკაციები გურიის მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ისტორიიდან", დამაარსებელი და რედაქტორი (გამოცემულია ათი წიგნი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.167 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |