შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი თალაკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1970-1990 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კათედრის ასისტენტი, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1978-1986წწ. მუშაობდა პარტიულ-ხელმძღვანელ თანამდებობებზე: უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე. თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1986-1989წწ. საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.168; interpressnews.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |