The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი თალაკვაძე

გივი თალაკვაძე
Date of birth:14 July, 1949  (75 years)
Category:Scientist, Politician, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1970-1990 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კათედრის ასისტენტი, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1978-1986წწ. მუშაობდა პარტიულ-ხელმძღვანელ თანამდებობებზე: უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე. თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს კპ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1986-1989წწ. საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.168;  interpressnews.ge

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისია, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ორგანიზაცია "თავისუფალი აზრის სახლი", თავმჯდომარე

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: